თეგებით ძიება

საკვირველია, ამდენი ცრუ პროვოკატორი ერთად როგორ შეიკრიბა, განზე უნდა გავდგე - რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის სპაციალური განცხადება

რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ოჯახს ურჩია, ტენდერი გამოაცხადონ.

„რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე! საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.
საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს გამოვაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა-იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში!", - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა