ის ადამიანი, ვინც შევა პარლამენტში, მოკვეთილ უნდა იქნას სამუდამოდ ქვეყნის მომავლიდან - გუბაზ სანიკიძე
"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე ''ტვ პირველის'' ეთერში "ქართულ ოცნებას" "მონღოლური ტიპის ხელისუფლებას" ადარებს.
ის ადამიანი, ვინც შევა პარლამენტში, მოკვეთილ უნდა იქნას სამუდამოდ ქვეყნის მომავლიდან. ეს ვერ უნდა გაბედოს ვერავინ, ეს უნდა იყოს ჯოჯოხეთში შესვლა საკუთარი ფეხით. მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს არავითარი შიდა ლეგიტიმაცია არ უნდა მიეცეს ''ქართულ ოცნებას''...
მონღოლური გადახრის ხელისუფლებაა "ქართული ოცნება", რისი საფუძველიც არის რუსეთში, რუსეთთან გვაქვს ჩვენ საქმე", - ამბობს გუბაზ სანიკიძე.