თეგებით ძიება
28. 11. 2022 News-ები

საზარელი შემთხვევა ზუგდიდში - მეზობელმა მეზობელს ბენზინი გადაასხა და წაუკიდა, თავდამსხმელი დაიღუპა

საზარელი შემთხვევა ზუგდიდში - კრასნოდარის ქუჩაზე, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა, ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

"მთავარი არხის" ცნობით, 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. დამწვრობის გამო კლინიკაში წევს გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველება სცადა.

არსებული ინფორმაციით, მეზობლებს დავა ყოფით ნიადაგზე ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე მათ მედიასთან არ უსაუბრიათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 108-ე მუხლებით მიმდინარეობს. პოლიციამ უკვე დაკითხა თვითმხილველებიც. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა