თეგებით ძიება

"ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონს ვენეციის კომისიაში გააგზავნის

"ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მათ მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის კანონს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან. მისი თქმით, უმრავლესობა ამ დათმობაზე იმის გამო წავა, რომ სპეკულაციები თავიდან აიცილონ.

"იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და ქართულ ოცნებას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისათვის, შესაბამისად კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას"- თქვა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით, 16 ნოემბერს მიიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა