თეგებით ძიება
01. 12. 2022 News-ები

განივითარეთ სწორი აზროვნება და გადალახეთ სიზარმაცე - როგორ ვიმოქმედოთ სწორად?

ყოველთვის, როცა ადამიანი რაღაცაში მარცხდება, ერთი ნაბიჯით უახლოვდება გამარჯვებას შემდეგ ჯერზე. ზოგადად, უამრავ შეცდომას ვუშვებთ - ჩვენ ჩვენი შეცდომების პროდუქტი ვართ. ცხოვრებაში ყველაზე რთულად შესაგუებელი დამარცხებაა.

ბევრი ადამიანი საკუთარი თავის გაუმჯობესებას ან ოცნებების ასრულებას ერთი ცვლილების ძიებით ცდილობს. არანაირი ჯადოქრობა - უბრალოდ, აკეთეთ ყოველდღე ბევრი პატარა საქმე. მიზნის დასახვისთანავე, საკუთარ თავზე ნათელი ხედვა გექმნებათ და იწყებთ შესაბამის მოქმედებას. ზოგმა ადამიანმა, შესაძლოა, გადადგას მიკრონაბიჯი, შემდეგ გაჩერდეს უმიზნოდ და უმოტივაციოდ და იფიქროს: "მე არ ვარ საკმარისად ჭკვიანი!";

პრობლემებზე უმოქმედოდ ფიქრისა და აპათიის დრო არასოდეს არის. განსაკუთრებული გადაწყვეტილების მიღება ერთადერთია, რაც ცვლის შენს ცხოვრებას.

შენ დაიბადე ჩვილი, ხორცის ნაჭერი, რომელსაც თავის აწევაც კი არ შეეძლო და შემდეგ თანმიმდევრულად განვითარდი. ადამიანი ნამდვილად არის ადაპტაციური მექანიზმი და შეუძლია გაიუმჯობესოს ნებისმიერი უნარი, თუმცა ეს ბევრ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. გახსოვდეს, როდესაც გამარჯვების სურვილით ხარ შეპყრობილი, დაღლილობა და სუსტი ხმა, რომელიც გთხოვს, შეჩერდე, მთლიანად ქრება.

https://www.youtube.com/watch?v=38AdiP9VRQU


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა