თეგებით ძიება
02. 12. 2022 მსოფლიო

კრემლი მზად არაა უკრაინიდან გასასვლელად - პესკოვი ბაიდენის განცხადებაზე

კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება.

"ფაქტობრივად, რაც თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა: მისი თქმით, მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინი დატოვებს უკრაინას. აი, რა თქვა მან", - თქვა პესკოვმა.

პერკოვის განცხადებით, კრემლი ამისთვის მზად არ არის და "სპეცოპერაცია", რა თქმა უნდა, გრძელდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტიმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა"

"მე მზად ვარ ვესაუბრო ბატონ პუტინს, თუ ის ნამდვილად გამოავლენს ომის დასრულების ინტერესს. ფაქტია, რომ მე არ ვაპირებ ბატონ პუტინთან დაკავშირებას უახლოეს მომავალში. რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლო მომავალი კომუნიკაცია ნატოს პარტნიორებთან აშშ-ის კონსულტაციების საფუძველზე შედგება“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა