თეგებით ძიება
04. 12. 2022 მსოფლიო

თურქეთში 18 ტერორისტი დააკავეს

თურქეთში 18 ტერორისტი დააკავეს, მათ შორისაა ე. წ. ”ისლამური სახელმწიფოს” ფინანსურ ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირი. ინფორმაციას თურქი სამართალდამცველები ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, ოპერაციები ჯარაბლუსის და ალ-ბაბის რეგიონებში ჩატარდა, რომლის ფარგლებში დაკავებულია ე. წ. ”ისლამური სახელმწიფოს” 13 წევრი. დაკავებულები ახორციელებდნენ პროპაგანდას, გადაბირებას და აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას, ასევე, ამზადებდნენ თავდასხმებს.

იმავე დღეს თურქმა სამართალდამცველებმა ქურთული დაჯგუფებების ხუთი წევრი დააკავეს. ეჭვმიტანილთა სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას, ამოღებულია 10 კილო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, შაშხანები და 253 საბრძოლო ვაზნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა