თეგებით ძიება

"მაგდა პაპიძის საქმეზე მინდა დავწერო...მაგდას დედამ და დამ ეს გაუბედურებული ადამიანი დაიმარტოხელეს და სცემეს..." - უცნობი დეტალები

ადვოკატი, მარიამ ჩხეიძე მაგდა პაპიძის გახმაურებული სასამართლო პროცესიდან დეტალებს იხსენებს და პირადად ნანახს საზოგადოებას სოციალურ ქსელში უზიარებს.

"მაგდა პაპიძის საქმეზე მინდა დავწერო... საიდან დავიწყო ახლა მაგაზე ვფიქრობ. ნაწილმა იცის ჩემი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით.

ქალთა მიმართ ჩემი სოლიდარობა ყველამ იცით. ეს ყოველთვის ასე იყო. 2015 წლის დეკემბერში ამ საზარელი შემთხვევის შესახებ რომ გავიგე იყო შოკი. შემდეგ კითხვები! კითხვები! კითხვები!

მისი სასამართლო პროცესი 2016 წელს დაიწყო და იქვე გადავწყვიტე რომ ყველა პროცესს უნდა დავსწრებოდი... მსგავსი. არაფერი მინახავს... ჩემთვის რაღაც ამოუცნობია. პროცესებზე ყოველთვის მკვეთრ მაკიაჟზე არ გავაკეთებ აქცენტს, თუმცა ამან გარკვეულწილად მოახდინა გავლენა ნაფიც მსაჯულებზე.

პროცესზე მისგან ისტერიკას და პანიკას არავინ ითხოვდა რა თქმა უნდა.
ლოგიკურია რომ ადამიანს თუ შეუძლია ემოციის გამოხატვა არდაბადებულ შვილზე, მას შეუძლია ემოციის გამოხატვა დაბადებულ, მისივე გაზრდილ 5 წლის გარდაცვლილ შვილზე. ასეა ხო? მე ასე მიმაჩნია... აქ პირიქით იყო. მაგდა ტიროდა არდაბადებულ შვილს (როგორც იცით მუცელი მოეშალა. მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა) . თოკოსთან (გარდაცვლილ შვილთან) კი სხვანაირად იყო. ემოცია 0! განცდა 0! სახე გაყინული, ემოცია გაყინული (ახლოს ვიჯექი და მის ყველა რეაქციას ვაკვირდებოდი). სხვა ემოცია იყო არდაბადებულ ბავშვზე. ეგრევე ტირილს იწყებდა სახეზე ემოცია, განცდა... თოკოზე იყინებოდა. საერთოდ არ საუბრობდა თოკოზე მაშინ როდესაც საუბრობდა შვილზე რომელიც არ დაიბადა (სამწუხაროა რომ არ დაბადა რა თქმა უნდა). მახსოვს თოკოს ტანსაცმელი რომ შემოიტანეს, რომელიც ბავშვს გარდაცვალებისას ეცვა. მახსოვს მისი ემოცია რაზეც არ დავკონკრეტდები არაა საჭირო მაგრამ ის სახე ის ემოცია დღესაც არ იშლება ჩემი გონებიდან. მახსოვს როგორ უყურებდა (რა თქვა ეგეც მახსოვს და სხვა ქალებისთვის იქნება ეს ცუდი და არ ვაკონკრეტებ). მახსოვს მისი აგრესია ყველას და ყველაფრის მიმართ... ამბობდა რომ თავად არ მოუკლავს არც ქმარი არც შვილი. 100 % ით ვარ დარწმუნებული რომ ორივე მან მოკლა მისი ქმედებებიდან და რეაქციებიდან ასევე რაც მთავარია ჩვენებიდან გამომდინარე. გარდაცვლილი ქმრის და შვილის ფოტოები გამოსაკვლევად რომ მოიტანეს პროცესზე თავად ამბობდა რომ არ იცოდა რა დაზიანება ჰქონდათ და აინტერესებდა ეს. შემდეგ როდესაც იწყებოდა გამოკვლევა დატოვა დარბაზი ისე რომ არც შეუხედავს (აქ გავუგე მგონი... რაღაც ემოციის მაგვარს მივაწერე თითქოს რაც ქმრის და შვილის მიმართ გამოხატა პირველად!). ექსპერტიზამ მომკლა მაშინ პატარა თოკოს ფრჩხილებში ექსპერტიზისას აღმოაჩინეს მაგდას ზედის ბოჭკო... იმ ზედის რომელიც მაგდას მკვლელობის დღეს ეცვა..პატარა თავს იცავდა პატარა ხელებით ეწინააღმდეგებოდა... დაზიანებები ჰქონდა პატარას გვამს სახეზეც და ყურთანაც (გაგუდვისას დაზიანდა ). მაგდამ შეიძულა ქმარი და ქმართან ერთად შვილი, რადგან შვილი იყო საერთო ამ ქმართან... ფოტოების გამოკვლევა რომ დასრულდა დაბრუნდა დარბაზში..სახე არც ნაფიცებს ჰქონდათ, არც ჟურნალისტებს და არც დამსწრეებს ვინც იქ ვისხედით. არც უკითხავს არაფერი რა სახის დაზიანება იყო, სად ჰქონდა (თ) დაზიანება თუ სხვა.პროცესიდან გამოვდივარ ისაა უნდა დავტოვო. მასთან ახლომდებარე სკამზე ვიჯექი. მესმის რაღაც ჩურჩულის მსგავსი დასთან კომუნიკაციას ცდილობდა (გამოვიდა ისე რომ მათ შორის მე ვიდექი მე უფრო კარგად მესმოდა ვიდრე დას). თავიდან სიტყვა "პური" მეგონა... ჩავთვალე მოშივდა რაც ჩვეულებრივი მოვლენაა თან დიდხანს გრძელდება პროცესი. დამ აშკარად ვერ გაიგო. ისაა მე ვაპირებ რომ ვუთხრა პურს ახსენებს თქო (სხვა ვერ წარმოვიდგინე). "მაგდუ პური? მოგშივდა?" გავუღიმე დას მეთქი სწორია და იმის თქმასაც ვაპირებ რომ გარეთ გავდივარ და ჩემს ადგილზე თუ დადგება უკეთ დაამყარებს მაგდასთან კომუნიკაციას "პური კი არა პუდრი. 9 ნომერი პუდრი. გუშინ გამითავდა და შემომიტანეთ". იქვე გავიყინე... დასაც სახე დაეკარგა აშკარად..მაპატიეთ ამაზე რომ გავაკეთე აქცენტი მაგრამ უნდა მეთქვა ეს...

საქმის დეტალებს მივუბრუნდები. მოწმეები იხსენებდნენ. ოჯახს საყვარელი ძაღლი ჰყავდა ეზოში... ეს ძაღლი მაგდას აღიზიანებდა. რატომღაც ერთ დღეს თავად გადაწყვიტა მისთვის მიეტანა საკვები. ახსნით თითქოსდა შემოჩვევა უნდოდა... ძეხვი მიუტანა ძაღლს ნემსებით სავსე.. ძაღლმა ჭამა და რა თქმა უნდა მოკვდა... ბევრი რამ მაქვს სათქმელი მაგრამ ვცდილობ თითქოს თავი შევიკავო... როგორ დასდევდა მთელი ოჯახი ერთ - ერთ პროკურორს ქალს ორსულს.წყევლა, ლანძღვა გინება... სამივეს დასდევდნენ მაგრამ იმ ერთზე განსაკუთრებით ჰქონდათ აგრესია.."ხელი კარი ერთი ჩააგორეთ ამ კიბეებიდან!"რა დამავიწყებს ამას! ომარის (მაგდას მეუღლის) დედა გაუბედურებული ქალი რომელმაც შვილი და შვილიშვილი დაკარგა და მე თავად მოვისმი
ნე როგორ თქვა "ვლოცულობდი მაგდა არ ყოფილიყო და სხვა ყოფილიყო. რა დღეში ვარ ხვდებით რაზე ვლოცულობდი?!"
მთავარი... როგორც თავად ამბობდა შვილი და ქმარი უგონო მდგომარეობაში იპოვა კართან. რომ გამოვიდა ზემოდან დაადგა ქმარს ფეხი. არც დაიყვირა არაფერი. არც შეკივლება. უთხელესი კედლები იყო სახლში. რამე მსგავსი რომ ყოფილიყო ხმას გაიგებდა ყველა. შებრუნდა სახლში (ქმარი და შვილი ჯერ ისევ კართა არიან მისივე ჩვენებით) გამოიტანა ურო ნაყიდი დანაშაულის იარაღი რითიც მოკლა ქმარი და გადააგდო. სასამართლოში კითხეს ქმარი და შვილი უგონო მდგომარეობაში რომ ნახე კართან რატომ შებრუნდი სახლში გამოიტანე ურო და გადააგდეო (ჩვენებაში ასე ამბობდა). ქმარს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა მეგონა ომარი მთვრალი იყო და რომ გამოფხიზლდება რამე არ დამიშავოს ამ უროთიო. თან პირველი რეაქცია არა ყვირილი, არამედ ეგ იყო. რეალურად რა მოხდა? მოკლა ქმარიც და შვილიც. გაყვანა უნდოდა ორივესი მანქანამდე..შემდეგ სადმე დაუსახლებელ ადგილზე დაწვავდა გვამებს და ვერავინ გაიგებდა... ბავშვის ცხედარი ადვილად ჩადო მანქანაში რა თქმა უნდა. მეუღლის გვამს ვეღარ მოერია რომელიც სპეცრაზმელი იყო. გამოიწვია ხმაური რაზეც გამოვიდნენ მეზობლები. ამ გადაადგილებისას და გარკვეული პროცესებისას მოხდა ორსულობის შეწყვეტა. არც ძალადობა დადასტურებულა მის მიმართ. არც მეუღლის მხრიდან არც სამართალდამცავ ორგანოში.

სპეციალურად თავი შევიკავე მაგრამ ვატყობ რომ მაკრატლის ეპიზოდი საჭიროა. მაგდას დედამთილის და სხვა მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა რომ თოკო ქაფიაშვილს სიცოცხლის ბოლომდე ფეხზე იარა ჰქონდა. რატომ? ბავშვმა იცელქა და დედამ ფეხში მაკრატელი ჩაარტყა. ეს იყო ერთადერთი ეპიზოდი სადაც მეზობლები იხსენდბდნენ რომ მათი სახლიდან ხმამაღალი კამათის ხმა გავიდა. ფაქტს მაგდას მეუღლე ომარ ქაფიაშვილი შეესწრო რაზეც ჰქონდა რეაქცია.

სასამართლოს შესვენებაზე მაგდას დედამ და დამ ეს გაუბედურებული ადამიანი დაიმარტოხელეს საპირფარეშოსთან და სცემეს..სახე აღარ ჰქონდა ქალს! თქვენ არ გინახავთ ძალიან ბევრს იქ რა ხდებოდა და რა სიტუაცია იყო და ახლაც ძალიან ბევრ რამეზე ვიკავებ თავს სხვა ქალები რომ არ დავაზიანო. მაგდა პაპიძის დაცვით სხვა ქალთა უფლებები არ დააზიანოთ ზოგიერთმა.იმ ქალთა უფლებები ვინც ძალადობის და სისტემის მსხვერპლია. მაგდა პაპიძე არც ძალადობის მსხვერპლია არც სისტემის", - მარიამ ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მას უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა