თეგებით ძიება

უგემრიელესი ლობიანის რეცეპტი

ხვალ, 17 დეკემბერს ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულია. ამ დღეს ტრადიციულად ყველა ქრისტიანულ ოჯახში ლობიანებს აცხობენ.
გთავაზობთ ყველაზე გემრიელი ლობიანის რეცეპტს:

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

400 მლ. თბილი წყალი,
3 ს.კ. ზეთი,
3 ს.კ. ღვინის ძმარი,
1 ს. კ. საფუარი,
1 ჩ.კ. შაქარი,
500 გ. კარაქი (ან მარგარინი),
მარილი გემოვნებით,
ფქვილი, რამდენსაც შეიზელს.

თბილ წყალში გავხსნათ ბოლომდე საფუარი, დავამატოთ ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი. მოვზილოთ რბილი ცომი. გავაბრტყელოთ და წავუსვათ დარბილებული კარაქი. დავკეცოთ ან გადავახვიოთ რულეტივით, ჩავდოთ თავდახურულ ჭურჭელში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. უმჯობესია, თუ ცომს წინა საღამოს მოვზელთ და მთელი ღამით მაცივარში გავაჩერებთ.

შიგთავსისთვის:

1 კგ. ლობიო
2 საშუალო თავი ხახვი
ზეთი
მარილი
პილპილი

გარჩეული ლობიო წინა საღამოს დავალბოთ. დილით წყალი გადავღვაროთ, ახალი წყალი დავასხათ და ისე მოვხარშოთ. მოხარშულ ლობიოს წვენი ბოლომდე გადავუწუროთ. გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში (ან, შეგვიძლია საჭყლეტით ჩავჭყლიტოთ). დავამატოთ ზეთში მოხრაკული წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი.

ცომი გავყოთ მცირე გუნდებად, გავაბრტყელოთ თითოეული, დავადოთ გუნდად შეკრული ლობიოს შიგთავსი, მოვუკრათ თავი და გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა