მიხეილ სააკაშვილზე სახელმწიფოს 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული - იუსტიციის მინისტრი
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე, დაპატიმრების დღიდან, სახელმწიფოს 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული.
„იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია, ნებისმიერ პატიმარს მიეწოდოს სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურება მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის მიეწოდებოდა და ახლაც მიეწოდება. ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ფუნქციონირებს თბილისში, ეს არის კლინიკა, ის განთავსებულია პალატაში და იღებს სამედიცინო მომსახურებას. ამ ნაწილში არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. 200 000 ლარამდეა დახარჯული 1 წლის განმავლობაში. 1 პატიმრის შენახვაზე დაახლოებით, 17 400 ლარი იხარჯება წელიწადში. სააკაშვილს რაც შეეხება, 200 000 ლარამდეა სახელმწიფოს მიერ დახარჯული“, განაცხადა ბრეგაძემ.