თეგებით ძიება

ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, მოდით სისხლიც ავიღოთ, თმის და ფრჩხილებიცო - რას ამბობს შალვა ხაჭაპურიძე?

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის პოლონიუმით შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, მოდით სისხლიც ავიღოთ, თმის და ფრჩხილებიცო. ახლა ვეუბნებით, რომ არსებული გაიდლაინების მიხედვით, თუ პირი მაისშია მოწამლული, დღეს ვეღარაფერს ვეღარ აღმოაჩენენ, იმავდროულად ჩვენ მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია სააკაშვილი პოლონიუმით იყოს მოწამლული.

საერთაშორისო ტოქსიკოლოგიურ ორგანიზაციებს მივწერეთ, იმათგან მოგვივიდა პასუხი, რომ თქვენ რომ დაადგინეთ ეს კვლევები უნდა ჩაატარონო. ახალ მივმართეთ საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს და ვეკითხებით, თქვენ შეგიძლიათ ამ კვლევების ჩატარება, ისინი გვეუბნებიან, რომ არ შეუძლიათ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა