თეგებით ძიება

„ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შობას ულოცავს იმ მორწმუნეებს, ვინც დღესასაულს 25 დეკემბერს ზეიმობს.

"ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს!

საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის.

ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს.

ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას!" - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა