თეგებით ძიება

რა განსხვავებაა ოლივიესა და ვინეგრეტს შორის? - ეს ბევრმა არ იცის

ტრადიციული ქართული საცივის გვერდით ყოველთვის შეხვდებით სალათებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში შემოვიდა და დამკვიდრდა ჩვენს გასტრონომიაში. ამ სალათებიდან ყველაზე პოპულარულია ოლივიე და ვინეგრეტი, რომელიც ბევრ გამოცდილ დიასახლისსაც კი ერთი და იგივე კერძი ჰგონიათ.

ოლივიე მოხარშული კარტოფილით, სტაფილოთი, კვერცხით, ბარდითა და მოხარშული ბარდით მზადდება, ეს ყველაფერი მაიონეზით ზავდება და თეფშზე სერვირდება. ოლივიეს კლასიკურ რეცეპტში ძეხვიც აქვს დამატებული. ვინეგრეტის მთავარი ინგრედიენტი კი მოხარშული ჭარხალია და ზეთით ზავდება.

მარტივად რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ოლივიე და ვინეგრეტი, დავიმახსოვროთ: ვინეგრეტი - ჭარხლით და ზეთით, ოლივიე - ჭარხლის გარეშე (და შესაძლებელია ძეხვით) და მაიონეზით. ყოველ შემთხვევაში, ასეა ბოლო ათეული წლების განმავლობაში, მაგრამ ბევრად უფრო ადრე ორივე სახელი ოდნავ სხვა რამეს აღნიშნავდა.

მაგალითად, იცით, რომ ვინეგრეტი სულაც არ ერქვა სალათას? Vinaigrette ფრანგული სიტყვაა და სალათის სოუსს (ე. წ. დრესინგს) ჰქვია, რომელიც ზეთით, ღვინის ძმრითა და სანელებლებით მზადდება.

რაც შეეხება ოლივიეს, იგი ყოველთვის სალათა იყო, ოღონდ ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძველი რეცეპტის მიხედვით, ახლანდელი ვარიაციისგან განსხვავებულად მზადდებოდა. უფრო მეტიც, ძველად ოლივიე სამეფო კერძად ითვლებოდა და მხოლოდ არისტოკარტიისთვის იყო ხელმისაწვდომი. ირმა იანტბელიძემ გაგვიზიარა ოლივიეს რეცეპტი 1912 წელს მოსკოვში გამოცემული კულინარიული წიგნიდან.

მოგვიანებით ეს „სამეფო ოლივიე“ დღეისთვის ყველასთვის კარგად ნაცნობ სალათად იქცა, რომელსაც იმ ძირძველ რეცეპტთან საერთო აღარაფერი აქვს. ძველი საბჭოური რეცეპტი იმდენად გავრცელდა ჩვენში, რომ სხვანაირი ოლივიე უკვე ვეღარ წარმოგვიდგენია.

წყარო: allnews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა