თეგებით ძიება

"აღარაა საიდუმლო, დავწერ, რაც მოხდა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთ-უკრაინის ომზე ქართველი მებრძოლი?

უკრაინაში მეომარი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე ომის მიმდინარეობის დაფარულ დეტალებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებს.

"ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფო შემხვდა მაკეევკის დაბომბვის შესახებ. აღარაა საიდუმლო, დავწერ, რაც მოხდა.
მაკეევკა ესაა, დონეცკის აღმოსავლეთით ქალაქის ტიპის დასახლება, სადაც მდებარეობდა პროფტექნიკუმი და სადაც განლაგებული იყო მობილზირებულთა შტაბი.
პირველი რაკეტა დაეცა 23:57 წუთზე, მეორე 23:59 წუთზე და მესამე ზუსტად 00:00 წუთზე.
არ დაცემულა გვერდით, დაეცა შენობის იმ ადგილებში, სადაც ნამდვილად მთლიანად უნდა დაშლილიყო შენობა, საკმაოდ მყარი შენობა.
ინფორმატორი ვინც სამიზნე მისცა დაზვერვას, ეს არ იყო შემთხვევითი კაცი, იმიტომ, რომ ჯერ ეგერთი, ზუსტი გეგმა იყო შენობის და მეორეც, ვიღაც შემთხვევითი კაცის ინფორმაციით არ ხარჯავენ ჩვენები ძალიან ძვირად ღირებული ჰაიმერსების რაკეტებს.
ასე რომ, ასეთი კარგი და სანდო ადამიანები კიდევ არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ბევრი მსუყე სამიზნე კიდევ იქნება", - წერს ნადირაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა