თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ნამდვილად გადასარჩენია - კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ კლინიკა "ვივამედთან", საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არის მძიმე. აღენიშნება ისევ ტემპერატურა 38-მდე. მუდმივი ტემპერატურის, მუდმივი წონის კარგვის რეჟიმში არის ეს ადამიანი ყოველდღიურად. ეს მდგომარეობა საგანგაშოა. მისი სიცოცხლე ნამდვილად გადასარჩენია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის, ყველა მოქალაქის სრული კონსოლიდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს," - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი 4 იანვარს დაგეგმილ მის მხარდამჭერ აქციას უყურებს როგორც „დიდ საერთაშორისო აქციას".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა