უკრაინის გამარჯვებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის - შვედეთის პრემიერ-მინისტრი
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დიდი მადლიერია ნატოს ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის და დასძინა, რომ შვედეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება მალე შეძლოს ალიანსში გაწევრიანება.
ცნობისთვის, 1-ელი იანვრიდან შვედეთი ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა.