სასამართლო პროცესზე დასწრების რეკომენდაციას არ გავცემთ - ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე
კლინიკა „ვივამედი“ სასამართლო პროცესზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს.
ამის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ "მთავარ არხთან" განაცხადა.
"ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ხომ ჩვენ ვიქნებით შემდგომში დამნაშავეები, დამნაშავეს არ დავეძებ, ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარეობთ ჩვენ და ვერავითარ შემთხვევაში, ვერცერთი პაციენტის, ექს-პრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ჩემნაირი, თქვენნაირი ასეთი სისულელის გაკეთების უფლებას, უფლებას რა, ყველს თავისი უფლება აქვს, მაგრამ ჩვენ რეკომენდაციას ჩვენი ხელით ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია რეკომენდაცია, ბევრად უკეთ.
ერთადერთხელ დავუშვით ჩვენ მისი მონაწილეობა, სასამართლო შემოსულიყო, გვკითხეს, შეუძლია თუ არა საუბარი და დავწერეთ კი, მაგაზეც კი ნახეთ რაც დაემართა, იმის შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ როგორ მდგომარეობაში ჩავარდა სასამართლო პროცესის დროს, საერთოდ არც განვიხილავთ, რომ ჩვენ თავზე ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა ავიღოთ", - განაცხადა ნინო ნადირაძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 9 იანვარს ჩატარდება.