ირანში, ნედა ნაჯის საპროტესტო აქციაზე მონაწილეობის გამო გაშოლტვა მიესაჯა
ირანელ აქტივისტს ნედა ნაჯის საპროტესტო აქციაზე მონაწილეობის გამო პატიმრობა და გაშოლტვა მიესაჯა.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
სამოქალაქო აქტივისტის დედამ ინსტაგრამზე ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის ქალიშვილს 8 თვით პატიმრობის აღკვეთა და 60 შოლტი მიუსაჯეს.
ნედა ნაჯი 2 ოქტომბერს თეირანში კასრას საავადმყოფოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. მას წინასწარ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.