სამწუხარო ამბავი - საბერძნეთში ქართველი ქალი, რომელიც მეუღლესთან და 5 თვის შვილთან ერთად საზღვარგარეთ სტუმრად იმყოფებოდა, გარდაიცვალა
30 წლის მეგი შელია, რომელიც საბერძნეთში, მეუღლესთან და 5 თვის შვილთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა გარდაიცვალა.
"არ მჯერა მეგი მე ეს და არც არასდროს დავიჯერებ... უბრალოდ წახვედი სამოგზაუროდ... სხვა სამყაროში... უფალს ვთხოვ, მშვიდობით, ნათელში იმოგზაურო. ნახვამდის ჩემო მონატრებულო, უსაყვარლესო, მოუშუშებელო სულის ტკივილო, მეგი, ოდეს შევხვდებით“, - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი არ ვრცელდება. მის ცხედარს თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ.
წყარო - digest.pia.ge