თეგებით ძიება

"ბევრი იწონებს ამ სამარცხვინო წერილს...მიშა უნდა გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ, მაგრამ ის უცდომელი ბელადი არაა" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოსი, ილია ჭიღლაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატრიარქისადმი ნგაგზავნილ წერილს აფასებს და მიხეილ სააკაშვბილის წერილს "სამარცხვინოს" უწოდებს.

"დღევანდელი მიშას წერილის შემდეგ, როგორ არ უნდა ირწმუნო ამერიკილი ექიმის სიტყვები, რომ მ. სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს?! მე უფრო ის მიკვირს, რომ ბევრი იწონებს და "ალაიქებს" ამ სამარცხვინო წერილს ჩემი ფრენდებიდან. მიშა უნდა გვიყვარდეს და დიდ პატივს ვცემდეთ მისი ღვაწლის გამო საქართველოს წინაშე, მაგრამ ის უცდომელი ბელადი არაა.

p.s. ილია მეორე და მისი ადმინისტრაცია არის რუსეთის და ქოცხელისუფლების მთავარი საყრდენი საქართველოში. ვინაც ეს მარტივი ჭეშმარიტება ვერ გაიგო, ან გონებასუსტია, ან აფერისტი!", - წერს დეკანოზი.

"დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს.
მინდა ვუპასუხო მათ ვინც "სულიერი რეალობა" რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა "სულიერი".
ბოლო წლის გნამავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.
რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია - თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება.
ყველას გილოცავთ შობას", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიერ პატრიარქისადმი დღეს გაგზავნილ წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა