პარლამენტმა ბუბა კიკაბიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა
პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.