თეგებით ძიება

თბილისის ამ რაიონებში წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართი

დღეს, 10 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქოშიგორას დასახლებაში,  უდაბნოს ქუჩის II შესახვევში, N5-ის მიმდებარედ  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ მილზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღეს, 10 თებერვალს საღამოს 20:00 საათზე დაიწყებენ.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში  შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 10 თებერვალს, საღამოს 20:00 საათიდან 11 თებერვლის დილი 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: დიდი დიღმის I, II, III და IV მიკრორაიონებს, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, სტრაბონის, პეტრიწის, მაქს ტილკეს, გეხტმანის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, კრისტოფერ კასტელის, ფედერიკ მონპერეს, იან ჰომერის, ნიკო ბურის,  ბარონ დე ბაის, ხატაეთის, შერმადინის, თინათინის, ავთანდილის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის, სარგის კაკაბაძის, შმერლინგის, თოფურიძის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გოთუას, კანდელაკის, ნუცუბიძის ქუჩა N 2, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს. ტაშკენტის, ბუდაპეშტის და გაგარინის ქუჩების ნაწილს, მარშალ გელოვანის გამზირს, ვაშლიჯვრის დასახლებას. ბენდუქიძის, სასოფლოსა და ქოშიგორორას დასახლებებს; სოფელ ზურგოვანას,  მუხათგვერდის გზას.

დიდუბის რაიონში: აღამაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვარტალის N10, 11, 12 კორპუსებს.

ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

კომპანია ჯორჯიან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა