არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით, რომ გელათს რაიმე საფრთხე დაემუქროს - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ არასდროს დათანხმდება, გელათს რაიმე საფრთხე დაემუქროს.
მისი თმით, გელათზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ კულტურის მინისტრსაც ეკისრება.
"გელათი არის ჩვენი სამშობლო. ის ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით, თუ თანხმობაზეა ლაპარაკი, რომ გელათს რაიმე საფრთხე დაემუქროს. არავის წინაშე უკან არ დავიხევთ. შენჯღრევა თუ შეჯანჯღარება სჭირდება ადამიანებს. არ უნდა დაუშვას კომისიამ შეცდომები, თუ დაუშვებს უნდა მოვუწოდოთ, რომ ასეთ საქმეზე შეცდომები არ დაუშვან“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
14 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა კრიტიკულია. ამასთან, საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს სთავაზობს.