თეგებით ძიება
16. 02. 2023 მსოფლიო

დროა, შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინოთ - იენს სტოლტენბერგი თურქეთს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთს შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწერიანების განაცხადის რატიფიცირებისკენ მოუწოდა.

"მე კვლავ მჯერა, რომ სწორედ ახლა არის ორივეს - შვედეთის და ფინეთის განაცხადის რატიფიცირების დრო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, "ნატოში“ ახალი სახელმწიფოს მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. თურქეთი კი ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში შვედეთის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს, რისი უმთავრესი მიზეზიც შვედეთის დადანაშაულებაა იმ ორგანიზაციების მხარდაჭერაში, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებებად არიან გამოცხადებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა