თეგებით ძიება

წინა ხელისუფლების დროს სისტემური დანაშაული, წამება იყო - ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დიდი მტკიცება არა სჭირდება, რომ წინა ხელისუფლების დროს სისტემური დანაშაულები ხდებოდა.

მისივე თქმით, ეს ევროპული სასამართლოს მიერაც არის დადასტურებული.

„მგონი, ახლა დიდი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო სისტემური დანაშაული, წამება. ეს სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც დადასტურებულია და ყველამ ვიცით, ვინც საქართველოში ვცხოვრობდით. მგონი, თვითონაც აღარ უარყოფენ ამას. აქ კითხვის ნიშნები არ არის და ჩემთვის არც არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით, 2012 წლამდე საქართველოში სისტემური დანაშაულები ხდებოდა, ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუცია ამბობს, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ვენდეტაა.

„სასამართლო არის სხვა ტიპის ინსტიტუცია, სადაც ხდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, სადაც პოლიტიკური გზავნილების გაჟღერება ხდება. მათი ერთმანეთთან დაკავშირება, იქ ასე რატომ წერია და ასე შემდეგ, არ შეიძლება. ერთი პოლიტიკური ორგანოა, მეორე – სასამართლო, რომელშიც გადაწყვეტილებების მიღება მტკიცებულებებზე დაყრდნობით ხდება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო პატიმრების ცემა კვირაში რამდენჯერმე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა