თეგებით ძიება

პარლამენტში ან ხარ და პოლიტიკურად იბრძვი, ან საერთოდ არ ხარ, ბოიკოტი ჩემთვის არის გაუგებარი - ნიკა მელიას სპეციალური მიმართვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბოიკოტი მისთვის გაუგებარია.

მისი თქმით, არავის ზღუდავს, პარლამენტში საქმიანობის პარალელურად, ოპოზიციამ ქუჩაშიც გამოხატოს საკუთარი პროტესტი.

„პარალელურად, არავინ ზღუდავს არავის ქუჩის მანიფესტაციებისაგან, დემონსტრაციებისაგან.

მიმაჩნია, რომ ან ხარ პარლამენტში და იქ პოლიტიკურად იბრძვი, ან, უბრალოდ, უარს ამბობ საპარლამენტო საქმიანობაზე და აღარ ხარ დეპუტატი, უერთდები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ქუჩაში დგას.

ამ საკითხის შუალედური გადაწყვეტა ბოიკოტის სახით, ჩემი აზრით, პროცესისთვის არის დამაზიანებელი და მხოლოდ ხელისუფლებისთვის არის ხელსაყრელი. ვიმეორებ, ან ხარ პარლამენტში და პოლიტიკურად იქ იბრძვი, ან საერთოდ არ ხარ. ბოიკოტი, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის არის გაუგებარი“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა