"უკრაინული ტყვიამფრქვევი გადახურებული ლულით ბრძოლის ველზე. წარმოიდგინეთ რა ბრძოლები აქვთ გადატანილი არამხოლოდ მებრძოლებს, არამედ იარაღსაც" - ზურაბ ბატიაშვილი (ფოტო)
ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომიდან ამ უკანასკნელი ქვეყნის ტყვიამფრქვევის ფოტოს აქვეყნებს ომის ველიდან.
"ბახმუტის მისადგომებთან გამართული ბრძოლების ვიზუალიზაციისთვის - უკრაინული ტყვიამფრქვევი გადახურებული ლულით ბრძოლის ველზე.
წარმოიდგინეთ რა ბრძოლები აქვთ გადატანილი არამხოლოდ მებრძოლებს, არამედ იარაღსაც.
ან წარმოიდგინეთ, უსულო საგნებსაც რომ შეეძლოთ საუბარი, რეებს მოყვებოდა, რა ამბებში იქნება ეს ტყვიამფრქვევი გამოვლილი.
უკრაინა გაიმარჯვებს!", - წერს ბატიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.