თეგებით ძიება
23. 02. 2023 მსოფლიო

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი კიდევ ერთი წელი მაინც გაგრძელდება, პუტინმა ზღვარი გადალახა და გაჩერებას არ აპირებს - ბენ უოლესი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ შორის ომი კიდევ ერთი წელი მაინც გაგრძელდება.

"ვფიქრობ, რომ რუსეთს არ ადარდებს საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლე“, - აღნიშნა უოლესმა. 

მან დასძინა, რომ 188 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა პუტინის „კატასტროფული არასწორი გაანგარიშების“ შედეგად.

"რუსეთსა და უკრაინას შორის ომი კიდევ ერთი წელი მაინც გაგრძელდება. პუტინმა ზღვარი გადალახა და გაჩერებას არ აპირებს, არ ვფიქრობ, რომ ისინი შეჩერდებიან“, - დასძინა უოლესმა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა