თეგებით ძიება

„ბელადისადმი მლიქვნელობა და პირფერობაა დაწინაურების საწინდარი“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნის, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, გიორგი გახარიას შესახებ წერს.

"გახარია, 20 ივნისის მერე, იმიტომ არ დაუსვიათ პრემიერად რომ მართლა კარგი მენეჯერი ეგონათ. ბიძინას ძალის დემონსტრირებას ემსახურებოდა ეს ჟესტი.

დაწინაურების კრიტერიუმი ქოცებში  არ არის უნარ-ჩვევები. მათთან ყველა თოჯინაა და მათი გადაადგილება მხოლოდ პატრონის ჟინის საკითხია.

ამიტომ ნუ გიკვირთ, ადრე რომ აქებდნენ და ახლა აგინებენ.

იგივეა ნაცებშიც.

ამ ორგანიზაციის ინტელექტუალური და მორალური გაღატაკება დაწინაურების კრიტერიუმის ბრალია - ბელადისადმი მლიქვნელობა და პირფერობაა დაწინაურების საწინდარი (არა ცოდნა, გამოცდილება, უნარები და პატიოსნება) და ბუნებრივი გადარჩევა მოხდა.

ორივე ორგანიზაცია უნდა განადგურდეს პოლიტიკურად.

ინტელექტუალური და მორალური გაღატაკება დაწინაურების კრიტერიუმის ბრალია - ბელადისადმი მლიქნვნელობა და პირფერობაა დაწინაურების საწინდარი (არა ცოდნა, გამოცდილება, უნარები და პატიოსნება) და ბუნებრივი გადარჩევა მოხდა.

ორივე ორგანიზაცია უნდა განადგურდეს პოლიტიკურად", - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა