თეგებით ძიება

"სრული უპატრონობა... 8 საათი ვიდექით რიკოთზე, კაციშილს არ უკითხავს, როგორაა ხალხი? რომ კვდებოდეს ვინმე მანქანაში ხმას ვერ მიაწვდის ვერავის" - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი წიკლაური წერს, რომ რიკოთის გზაზე ხალხი 8 საათი იყო გაჭედილი.

"რვა საათი ხო ვიდექით რიკოთზე. ეხლა მოვტრიალდით, ვბრუნდებით. ათობით და ასობით მანქანა ხო გაიჭედა ჩვენსავით? კაციშილს არ გაუვლია და არ უკითხავს, როგორაა ხალხი. არის საწვავი, ფეჩი რომ ჩართოს მანქანაში? წყალი, საკვები? გონზეა ყველა? იქ ხო ისეთი ადგილებია ზოგან მობ. კავშირი უბრალოდ არ არის და რომ კვდებოდეს ვინმე მანქანაში ხმას ვერ მიაწვდის ვერავის. და ყველაზე მთავარი: არანაირი ინფორმაცია. ვერავის კითხავ - რა პროგრესია და აქვს თუ არა აზრი ლოდინს? თუ ჯობია მოტრიალდე და უკან წახვიდე? არც ადგილზეა ვინმე პასუხის გამცემი, არც პოლიციის და საგზაოს ცხელ ხაზებზე არაფერი არ იციან. სრული უპატრონობა", - წერს წიკლაური.

შეგახსენებთ, რომ უამინდობის და გზებზე საცობის გამო, წუხელ ტრანსპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო საცობში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა