"მოსკოვამდე იფრინა. ახლოვდება, ახლოვდება ის ნანატრი წამი!" - რას წერს ზურაბ ბატიაშვილი?
ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში უპილოტო საფრენ აპარატებზე წერს, რომლებმაც დღეს რუსეთის ცაზე განგაში გამოიწვიეს.
"ამან კიდევ მოსკოვამდე იფრინა.
ახლოვდება, ახლოვდება ის ნანატრი წამი!
P.S. უფრო დეტალურად რა წამი ახლოვდება, ნუ მომთხოვთ. თქვენ თვითონაც ხვდებით. წინაზე მაგის დაწერის გამო 1 კვირით მიმაბლოკეს", - წერს ბატიაშვილი.
ცნობისთვის, უპილოტო საფრენი აპარატი დღეს პეტერბურგის ტავზეც გამოჩნდა, რის გამოც რუსეთმა სამხედრო თვითმფრინავებიც ააფრინა ცაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარეობს.