თეგებით ძიება

“პუტინისტი რეჟიმი მყავს, მაგრამ მე უუნარო იდიოტი ვარ და ვერ ვარწმუნებ ხალხს, რომ..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველას არწმუნებს, რომ საქართველოში რეჟიმი უნდა შეიცვალოს.

“პუტინისტი რეჟიმი მყავს, მაგრამ მე უუნარო იდიოტი ვარ და ვერ ვარწმუნებ ხალხს, რომლის 80 პროცენტიც პროდასავლელია, რომ რეჟიმი უნდა შეიცვალოს - აი ვერც მაშინ ვარწმუნებ, როცა პროდასავლური არჩევანი საფრთხეშია!

უფრო მეტიც, ალტერნატიულ დღის წესრიგსაც კი ვერ ვქმნი, ისეთი უუნარო ვარ, რომ ხალხი დავრაზმო მის გარშემო.

ამიტომ წესებს ვიკიდებ და  ახალ პრაქტიკას ვიგონებ საერთაშორისო ურთიერთობებში (ნეტა რომელ სახელმძღვანელოში წაიკითხეს)  - ხელმოწერებს ვაგროვებ, რომ ხალხის რეალური მანდატის გარეშე - ევროკავშირთან მოლაპარაკებები “ვაწარმოო”.

ეგებ ვიღაც გაბრიყვდეს და საქმედ ჩამითვალოს.

კვლევებში ხომ ჩანს რომ ხალხს ევროპა უნდა - მოვიგონებ, რომ ასე მივალთ ევროპამდე და შევუყვარდები ყველას”. 

აი ესაა “მილიონის ხელმოწერა”, - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა