თეგებით ძიება

"დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას! ნუთუ ღირს ერთი კანონი ქართველი ხალხის ასეთ დაპირისპირებად..." - რას წერს 9 აპრილის სიმბოლო ქალი?

9 აპრილის სიმბოლო, ნანა მახარაძე 7 მარტს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმურება და წერს, რომ საქართველოს ადგილი ცივილიზებული სამყაროშია.

"დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას! ნუთუ ღირს ერთი კანონი ქართველი ხალხის ასეთ დაპირისპირებად..." - რას წერს 9 აპრილის სიმბოლო ქალი?

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ფაქტია რომ ჩვენი ქვეყანა მყარად ვერ დგას ორივე ფეხზე...

,,ცალ ფეხზე,, დგომა, მავანთ ,,ღირსების აყრად,, მიაჩნიათ...

დაჩოქილი საქართველოთი კი არასოდეს  გავახარებთ ოკუპანტებს...

ჩვენ ბრძოლით და სისხლით მოვიპოვეთ საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება!

ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ჩვენმა განვლილმა გზამ თუ ისტორიამ, რაღაც მაინც გვასწავლა...

დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!!!

ნუთუ ღირს ერთი კანონი  ქართველი ხალხის  ასეთ დაპირისპირებად...

საით მივდივართ?....

რა შედეგს მოიტანს ეს პოლარიზაცია?

რატომ ხდება, რომ გაერო, ევროკავშირი, აშშ  ჩვენთვის ,,რადიკალური ოპოზიციაა,,?

რატომ ხდება, რომ ,,აყვავებული ეკონომიკის,, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნიდან გარბიან ადამიანები?

რატომ ეშინია მომავლის ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს?

და რატომ ვერ შევიგნეთ, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს...

ჩვენი ადგილი ცივილიზებული სამყაროშია, ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას.

  ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას,რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია,ხოლო სამშობლო თავს ურჩევნით ადამიანებს და არა მონებს.

არა სხეულის,არამედ სულის საჭუროსობას ნიშნავს მონობა!

და  ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას მონაა ისიც.

 ოთარ ჭილაძე", - წერს მახარაძე.

შეგახსენებთ, "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო. ამ კანონის მიღებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეებმა აქცია გამართეს პარლამენტთან. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანეს. გარდა ამისა, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა