თეგებით ძიება

"რა უნდოდა 12 წლის ბავშვს 9 საათზე გარეთ? რა უნდოდა შადრევანში 13 წლის ბავშვებს? ასეთი კომენტარების დამწერები, დაიწვით ჯოჯოხეთის ცეცხლში" - ლანა ნიკოლეიშვილი

ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის გოგონას, სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში 12 წლის გოგოს გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ მისი დედის დადანაშაულება არასწორია.

"რა უნდოდა 16 წლის ბავშვს ექსკურსიაზე დედის გარეშე?

რა უნდოდა 10 და 12 წლის ბავშვებს ბატუტზე?

რა უნდოდა შადრევანში 13 წლის ბავშვებს?

რა უნდოდა 10 წლის გოგონას გორში სკოლიდან შინისკენ მიმავალ გზაზე?

რა უნდოდა 12 წლის ბავშვს ცხრა საათზე გარეთ? (11-მდე ეძიეს უნამუსოებო და მერე დარეკეს პატრულში)

ასეთი კომენტარების დამწერები, დაიწვით ჯოჯოხეთის ცეცხლში!", - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა