თეგებით ძიება

"ჩინეთმა რუსეთის 8 გეოგრაფიულ ადგილს (მათ შორის 6 ქალაქს), ძველი ჩინური სახელი დაუბრუნა" - პუტინი რუსეთის მიწებს "ყიდის"?

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი ჩინეთ-რუსეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობებს და იმ მინიშნებებზე წერს, რაც ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრას უძღოდა წინ.

"დიპლომატიაში ხომ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია და ეს განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებს ეხება.

ხოდა, საინტერესოა, რომ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტამდე ჩინეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გამოსცა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის სიახლოვეს მდებარე რუსეთის 8 გეოგრაფიულ ადგილს (მათ შორის 6 ქალაქს), დაუბრუნა ძველი ჩინური დასახელებები.

ასე მაგალითად, ვლადივოსტოკი ხელახლა გახდა "ჰაიშენვაი", სახალინის კუნძული "ქუედაო",  ხოლო ხაბაროვსკი - "ბოლი".

ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ხვალ იქ ჩინეთის არმია შევა და პირდაპირ მიიერთებენ. ამის საჭიროება არც არსებობს. როგორც სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტითაც გამოჩნდა, მთლიან რუსეთის საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევაზე აქვთ პრეტენზია და ფიქრობენ, რომ დასავლეთთან გრძელვადიან დაპირისპირებაში გამოიყენებენ მთელი რუსეთის ბუნებრივ რესურსებს. 

სხვათაშორის, ამ ახალ რეგულაციაზე არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც პროპაგანდისტებს ამბავი არ აუტეხავთ. მიზეზი მარტივია - ისინი ეთანხმებიან ჩინურ უღელს. 

ხო, მაგ ამბავს აქაური რუსეთუმე პროპაგანდისტებიც ნელ-ნელა უკვე გვაპარებენ (რუსეთის გავლით ჩინეთისკენ). 

მაგრამ ცოტა ძნელად წარმომიდგენია, "ქართული გაზაფხულის" მონაწილეები როგორ უნდა დაგვარწმუნონ, რომ თავისუფლებას ჩინეთის მონის (ანუ რუსეთის) მონობა ჯობია. 

რუკაზე: ჩინეთის მიერ XIX საუკუნეში რუსეთის სასარგებლოდ დათმობილი მიწები, რომელსაც ჩინელები თავიანთ ისტორიულ ტერიტორიებად მიიჩნევენ", - წერს ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სი ძინპინი რუსეთში 20 მარტს ჩავიდა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა