თეგებით ძიება

რატომ ააშენეს ვენეცია წყალზე და რატომ არ ინგრევა მისი სახლები წყალში?

ვენეცია ის ქალაქია, სადაც სახლები წყლიდან ამოზრდილ მითიურ მარჯნებს ჰგვანან. ამ ქალაქში საავტომობილო გზები არ არის,  ტროტუარების ნაცვლად არხებია, ხოლო სადარბაზოებთან ავტომობილების ნაცვლად,  გონდოლები დგანან. როგორ ააშენეს ეს ულამაზესი ქალაქი, რატომ არ იძირება ის და რატომ არ იშლებიან ვენეციური სახლები წყალში? ჩვენ გაგიმხელთ ვენეციური არქიტექტურის საიდუმლოს, რომელსაც ათას წელზე მეტია, ბუნება ებრძვის.

-2

ვენეციის მთავარი ამოცანა — როგორ დგანან მძიმე ქვის სახლები რბილ ნიადაგზე? პასუხი ციმბირული ლარიქსის ბოძებია, რომლებიც ჯერ კიდევ XII საუკუნეში, ვენეციის ჭაობიანი ლაგუნის ფსკერზე, 8 მეტრის სიღრმეზე განათავსეს. 

ლარიქსი წყალში არ ლპება — პირიქით, ქვავდება და რკინაზე უფრო მტკიცე ხდება. ლარიქსის ბოძების მომსახურების ვადა 400–600 წელია. ვენეციაში ბევრი სახლი დღემდე იმ ბოძებზე დგას, რომლებიც მარკო პოლოს ეპოქაშია ჩასმული.

ტიპიური ვენეციური სახლი ეს არის პალაცო, რომლის ფასადი არხისკენ არის მიმართული, ხოლო ეზო დამალულია. 

სახლის პირველ სართულზე საწყობია, რომელსაც მაღალი ჭერი და მასიური კარი, აქვს, რომ დატბორვის დროს დაცული იყოს. აქ ადრე საქონელი ინახებოდა, ახლა კი კაფეები და სახელოსნოებია.

На чем на самом деле стоит Венеция

Piano nobile – „დიდგვაროვანთა სართულის“ოთახებს მარმარილოს იატაკები და ფრესკებით დაფარული კედლები აქვთ. ფანჯრები წვეტიანი თაღებით არის გაფორმებული.

ტერასა სახურავზე (altana) - ტანსაცმლის გასაშრობი და საღამოს ყავის დასალევი ადგილი ზღვის ხედით.

იცით რატომ არ იშლებიან ვენეციური სახლები მარილიან წყალში? - მათი საიდუმლო აგურითა და ისტრიული კირით აგებული კედლების სიმტკიცეშია, რომელსაც არც მარილის და არც ტენიანობის არ ეშინია.

ცხოვრება წყალზე - როგორ აჩერებენ ვენეციელები გონდოლებს და როგორ იცავენ თავს დატბორვისგან?

„გარაჟი“ გონდოლისთვის - თითქმის ყველა სახლს აქვს წყლის მხარეს მიქცეული გახსნილი კარი, სადაც ნავებს აბამენ.

-4

Acqua alta („მაღალი წყალი“) - დატბორვის დროს ადგილობრივები ხიდებზე ადიან, ხოლო სახლის კარებს ფოლადის ფარებით კეტავენ.

ავეჯის მიწოდებ - ვენეციაში რბილი ავეჯი ბარჟებით მიაქვთ, ხოლო ფანჯრებიდან ამწეებით წევენ.

სახლი-ლეგენდა: Ca’ Dario — დაწყევლილი პალაცო

-10

ვენეციის ყველაზე მისტიკური სახლია Ca’ Dario. XV საუკუნეში აგებულმა სასახლემ თითქმის ყველა მფლობელი შეიწირა - ამ ადამიანებს მუდმივად გაკოტრება, თვითმკვლელობა და უეცარი სიკვდილის აჩრდილი სდევდათ.  ამჟამად შენობა ცარიელია და ლეგენდები მოჩვენებებსა და დამალულ საგანძურებზე მას უფრო და უფრო პირქუშს ხდის.

საყრდელი ბოძების დასუსტების გამო ვარდისფერი მარმარილოს შენობა პიზის კოშკივით იხრება.

Дом-легенда: Ca’ Dario — проклятый дворец

რატომ მაინცდამაინც წყალში?

ეს ძალიან ლამაზია, მაგრამ ნაკლებად მოსახერხებელი. ძველი ვენეციელები ალბათ ტურისტებისმოზიდვაზე არ ფიქრობდნენ.

ვენეციის სახელწოდება ვენეტების ტომისგან მომდინარეობს, რომლებიც იტალიაში ეტრუსკების დროს დასახლდნენ. იმ დროისათვის ზღვის დონე უფრო დაბალი იყო, ხოლო რეგიონი ნაყოფიერი ველებითა და ხელსაყრელი მდებარეობით გამოირჩეოდა.

დროთა განმავლობაში, გლობალური დათბობის შედეგად ზღვის დონემ აიწია, რასაც დატბორვა მოჰყვა. ამას თან დაერთო გრუნტის დაჯდომა და თანდათან ვენეცია ისეთი გახდა, როგორიც დღესაა — პატარა (ან დიდი) კუნძულების გროვა ზღვაში.

დღეს ვენეცია 118 კუნძულზეა გაშენებული, მას 150 არხი და 446 ხიდი აქვს. ყველასთვის ცნობილი კუნძულოვანი ვენეციის გარდა, ქალაქის ნაწილი ხმელეთზეც მდებარეობს.

მარკო პოლოს აეროპორტი სწორედ ხმელეთზეა, მაგრამ თვითმფრინავის აფრენისას კუნძულოვანი ვენეცია მშვენივრად ჩანს. აეროპორტი ქალაქიდან 8 კმ-ში მდებარეობს და მასთან მისვლა როგორც ავტობუსით, ისე წყლის ტაქსით შესაძლებელია.

ვენეცია იძირება.. მისი ზოგი შენობა ნიადაგის დეფორმაციის გამო იხრება, ამიტომ ხელისუფლება ქალაქის გადარჩენის გზებზეიქრობს ფ.

ვენეციური სახლები მხოლოდ აგურები და ბოძები არაა — ეს არის ადამიანური სიჯიუტის სიმბოლო, რომელსაც სურს, რომ სილამაზე შექმნას მაშინაც, როცა პირობები ხელს არ უწყობს. ამ ლამაზი სახლების კედლების მიღმა ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ყოველდღიურობა ზღვასთან განუწყვეტელი ბრძოლაა იმისთვის, რომ სახლი არ დაკარგონ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა