თურქეთში ძლიერი მიწისძვრა კვლავ განმეორდა
თურქეთში, მაგნიტუდით 4.3 მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი გაზიანტებში დაფიქსირდა, იმ ქალაქში, რომელიც თებერვალში მომხდარმა მიწისძვრამ დააზიანა.
ამ ეტაპზე, ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცნობისთვის, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრებს თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.