მამაჩემი 5 წელი არ იჯდება, "ოცნების" დღეები დათვლილია - რას ამბობს ნიკა გოგაშვილი?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი მამის განაჩენს ეხმაურება და ამბობს, რომ ის უდანაშაულოა.
"მე კიდე მეგონა, რომ ბატონი ბუგიანიშვილი ადამიანობას და კაცობას გამოიჩენდა და მართალ კაცს ციხეში არ გაუშვებდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ფული ჯოჯოხეთს ანათებს. მე მინდა მივმართო ყველას, ვისაც გაუხარდა და ესიამოვნა ჩვენი ეს მდგომარეობა. ეგ სიამოვნება ძალიან მალე ჩაგიმწარდებათ, რადგან ყველაფერი დროებითია და პირველი მე ვიქნები, ვინც ამანათებს მოიტანს თქვენთან ციხეზე. თქვენ ხართ დამნაშავეები და თქვენ ხართ არაკაცები, რადგან უსამართლოდ დადანაშაულებულ კაცი ციხეში გაუშვით. დამიმახსოვრეთ, მე ვარ ნიკა გოგაშვილი, თქვენ ხართ არაკაცები და ძალიან მალე გაგეცემათ პასუხი.
მამაჩემი 5 წელი არ იჯდება, იმიტომ, რომ ესენი დიდხანს ვერ იქნებიან ამათი დღეები დათვლილია, დიდხანს ვერ გაჩერდებიან აქ დანარჩენს ღმერთი გვანახებს", - ამბობს ნიკა გოგაშვილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 5 წელი მიუსაჯა.