"ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები შეგვაშინებს, ძალიან ცდება" - მოსამართლე ლევან თევზაძე
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან თევზაძე აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლისთვის სანქციის დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული სანქციებით ვერავის შეაშინებენ.
"ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების "ლინჩის’’ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა "ქმედებების’’ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა…” - წერს თევზაძე.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა.