ელჩმა თქვა, რომ ეს არა სანქცია, არამედ სავიზო შეზღუდვაა და თარგმანის პრობლემა იყო - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადამ რომ ელის თქმით, აშშ-ის ქართველი მოსამართლეებისთვის სანქცია არ დაუწესებია და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო.
"ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი სანქცია, ალბათ, აქ არ გამოიყენება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, რომ თუ აშშ მოსამართლეების სანქცირების შესახებ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, მათი მოლოდინია, რომ სანქციები გაუქმდება. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მტკიცებულებების გარეშე საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ქართველ მოსამართლეებს კორუმპირებულად, რა თქმა უნდა, ვერ მოვახსენებინებთ.
ცნობისთვის, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.