თეგებით ძიება

"სულ მეგონა, რომ ამ ფოტოზე ამ გოგოს საქართველოს ძველი დროშა ეჭირა ხელში, თურმე შავი ნაჭერი ყოფილა" - მერაბ მეტრევლი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის, ნანა მახარაძის ღირსების მედლით დაჯილდოებას ეხმაურება.

მისი თქმით, ნანას ხელში ჯოხზე დამაგრებული შავი ნაჭერი უჭირავს.

"სულ მეგონა, რომ ამ ფოტოზე ამ გოგოს საქართველოს ძველი დროშა ეჭირა ხელში. 

დღეს მისი ინტერვიუდან გავიგე, რომ ჯოხზე დამაგრებული შავი ნაჭერი ყოფილა 9 აპრილს დაღუპულთა გლოვის ნიშნად.

დავაკვირდი და ცხადად ჩანს, რომ მხოლოდ შავი ნაჭერია და აქმდე დროშად რატომ ვხედავდი?", - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა