თეგებით ძიება

„რაც უფრო მეტ ქუჩას და პროსპექტს გააკეთებს კალაძე, მით ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება ოცნებას თბილისში…“ - ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისის მერის მიერ დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებს და წერს.

„რაც უფრო მეტ ქუჩას და პროსპექტს გააკეთებს კალაძე მით ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება ოცნებას თბილისში… მე არ ვამბობ რომ არ უნდა გააკეთოს, უბრალოდ ისე არ უნდა გააკეთოს როგორც აქამდე აკეთა გინდათ ჭავჭავაძე, გნებავთ ქეთევან წამებული, ან კიდევ მოსკოვის გამზირი… “ისე არ უნდა გააკეთოს” მეთქი რომ ვამბობ ვგულისხმობ მაგალითად ავლაბარში რომელიღაცა მილი რომ დააკლდათ და თავიდან რომ გადათხარეს, ან კიდევ ჯერ გააკეთო ეწ კუნძული და მერე მოანგრიო, ჯერ დახაზო ბასლაინი და მერე წაშალო… ჯერ გააკეთო ველო ბილიკი და მერე აღმოაჩინო რომ ქალაქში იმდენი ველოსიპედი არც არის (განსხვავებით სამტრედიისგან) რომ მათ ველო ბილიკები სჭირდებოდეს, ან გააკეთო ყაზბეგის ქუჩა და მერე ყველა გამვლელმა მძღოლმა გაგინოს! 

- ფეხბურთელმა ფეხბურთი უნდა ითამაშოს, მეპურემ პური აცხოს, მენეჯერმა სტაფს უნდა უხელმძღვანელოს! 

Ps ვლოცულობ ისე არ გაჯანჯღლდეს წერეთელი როგორც მეტრო გოცირიძე გაჯანჯღლდა…“ - წერს სადღობელაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა