"რაჭული ლორი გამოვიწერე, მოვიდა ძვალი, მარლიანი, შებოლილი..." - რას წერს ჟურნალისტი?
ჟურნალისტი, ვახო ნიკოლავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ერთ-ერთი მაღაზიიდან ლორი გამოიწერა, თუმცა მხოლოდ ძვალი მოუტანეს.
"მე და ჩემი პროდუქტების ონლაინ გამოწერის მცდელობები...
რაჭული ლორი გამოვიწერე "აგროჰაბიდან", მოვიდა ძვალი, მარლიანი, შებოლილი, სავარაუდოდ რაჭულიც, მაგრამ მაინც ძვალი, სულ ძვალი.
"აგროჰაბი" დღეს რაჭული ლორის ძვლით გაილახებით, გაემზადეთ!", - წერს ჟურნალისტი.