"ბავშვებს უწვალებიათ კუ... თბილი წყლით ჩამოვბანე ჭრილობა, ბაკანი აქვს ჩალეწილი" - რა ინფორმაცია გავრცელდა?
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში კუს ბაკანი დაუზიანეს.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციი, კუ თბილისის ზოოპარკში ეგზოტარიუმშია გადაყვანილი.
„რუსთავში, ბავშვებს უწვალებიათ, ორი საათია მომიყვანეს. სხვა და სხვა ჯგუფებში დავდე პოსტები, თუმცა ჯერ საჭირო რჩევები ვერ მივიღე.
თბილი წყლით ჩამოვბანე ჭრილობა, წყალბადის ზეჟანგით დავუმუშავე. ბაკანი აქვს ჩალეწილი. ვარ რუსთავში თუ ვინმე შეძლებს გამოჯანმრთელებას და ბუნებაში გაშვებას გავატან. რუსთავში რომელ კლინიკაშიც ძაღლი დამყავდა დახურეს, ახლა სად წავიყვანო არ ვიცი. აბაზანების მერე კუჭშიც გავიდა. საჭმელს ვერ/არ ჭამს (დასტრესილია, რომ არაფერი ვთქვათ დაზიანებაზე) 60 ვატიანი ბრუდერის ნათურა დავუნთე და კონტეინერში მყავს, ხმელთაშუაზღვის კუა და სპეციფიური მოვლა ჭირდება, დიდხანს ვერ მეყოლება(სათანადო პირობებსაც ვერ შევუქმნი) ცოტას მოძრაობს... დეჰიდრატაცია ქონდა დაწყებული...
თბილისის ზოოპარკში მივიყვანე, ეგზოტარიუმში ჩაიბარეს და მიხედავენ“, - წერია პოსტში.
წყარო: primetime.ge