"თუ "ბასლეინებში" ტაქსებმა, შკოდებმა და სამთავრობო ჯიპებმა უნდა იარონ, მაშინ საერთოდ რაღას ხაზავდით ქუჩებს?" - ალეკო ელისაშვილი
"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლში მოძრაობის ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
"თბილისის მერია რასაც ტრანსპორტის რეფორმას ეძახის სინამდვილეში არის რეფორმად წოდებული უთავბოლობა. თუკი ბასლეინებში ტაქსებმა, პოლიციის შკოდებმა და სამთავრობო ჯიპებმა უნდა იარონ მაშინ საერთოდ რაღას ხაზავდით ქუჩებს და რაღას აწვალებდით ხალხს?" - წერს ელისაშვილი.
ცნობისთვის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.