თეგებით ძიება

„შეხედეთ, ვინ გეპატიჟებათ 30 აპრილს აქციაზე…“ - რას წერს ლადო სადღობელაშვილი?

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი 30 აპრილს დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ამ აქციის ორგანიზატორები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გამდიდრებული ადამიანები არიან.

„- შეხედეთ ვინ გეპატიჟებათ 30 აპრილს  აქციაზე… 

- ადამიანები რომლებიც “ოცნების” მთავრობაში მოსვლის დღიდან კოლოსალურად გამდიდრდნენ, გაზულუქდნენ, ბიზნესები ააწყეს ( ხელისუფლების წყალიბით), თანამდებობებზე ან თვითონ მოჯდნენ ან ოჯახის წევრები დაასაქმეს, სამთავრობო გრანტები და ტენდერები ჭამეს, 100 000 $ მანქანებით დაგორაობენ, ვილებს იშენებენ, უძრავ ქონებას ყველა კურორტზე ფლობენ, სამშენებლო კოეფიციებტები აიმაღლეს, არც მეტიკამენტებზე ნერვიულობენ და არც ყოველ დღიურ საჭმლის ფულზე, დალხენილად ცხოვრობენ…  მათი კეთილდღეობა “ოცნებაზეა” დამოკიდებული! 

- მე როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ რა დივიდენტი ვნახე ოცნების მთავრობაში ყოფნისას? რითი წამადგა ოცნების მოსვლა ან რითი დამაზარალებს მისი წასვლა? არაფრით! არც თანამდებობა არც ბიზნესი არც გრანტი… სიმართლე გითხრათ არც იმ ორგანიზატორებზე აყოლილ მასას დააზარალებს რომლებიც დღეს 1000-2000 ლარის გამო (სასაცილო თანხაა) კალთებს იხევენ ოცნების გამო მაშინ როდესაც აქციის ბოსები და ორგანიზატორები ასიათასობით ლარის “ჩარიცხვას” ელოდებიან ანგარიშებზე…“ - წერს სადღობელაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა