40 წლის ქართველი მამაკაცი, ვარშავაში ცნობილი პოლონელი მსახიობის ცემაშია ბრალდებული
ცნობილმა პოლონელმა მსახიობმა, მარჩინ ბოსაკმა, ვარშავის ცენტრში მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეა. ის თანამზრახველთან ერთად პოლიციამ უკვე დააკავა.
თავად მსახიობმა მომხდარის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერშიც ისაუბრა. მისი თქმით, ბრალდებული საქართველოს მოქალაქე "უბერის“ ტაქსის მძღოლია. ინციდენტის მიზეზი კი საავარიო სიტუაცია გახდა.
მსახიობის ცემაში ბრალდებული 40 წლის მამაკაცია, სახელად რუსლანი. მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლონეთში ძალადობის ბრალდებით ტაქსის ქართველი მძღოლი დააკავეს. რამდენიმე დღის წინ კლიენტზე ძალადობისთვის ხელბორკილები ასევე საქართველოს მოქალაქეს დაადეს.