თეგებით ძიება

შესაძლოა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, სადაც ქართველებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ - შსს-ს სპეციალური განცხადება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა.

"შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე ამ კუთხით პოლიციის ატაშეების როლზე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს, ჰოლგერ მიუნხს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმოიხილეს და ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთობლივი ოპერაციები დადებითად შეაფასეს.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა