თეგებით ძიება

"თქვენი პრინციპები ანტიდემოკრატიული პრინციპებია" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველი ამომრჩეველი სრულიად გაუცხოვებულია პოლიტიკური პარტიებისგან.

"ქართველი ამომრჩეველი, რომ სრულიად გაუცხოვებულია პოლიტიკური პარტიებისგან დიდწილად პარტიებს შორის თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვის დამსახურებაა. 

ამიტომ მივიჩნევ უკლებლივ ყველა ჟურნალისტს დემოკრატიის და ევროპული მომავლის მოსისხლე მტრად, ვინც ეგუება სპიკერების და პარტიების დაბლოკვას ჩრდილოვანი გავლენით. 

ანუ ყველა, ვინც კეზერაშვილს დათანხმდით, რომ მისი მხილების შემდეგ ჩერგო დაგებლოკათ - ხართ ევროპული მომავლის მტრები.

არა ჩერგოს გამო, არამედ პრინციპის გამო. 

ყველა, ვინც საკააშვილს დათანხმდით რომ მისი მხილების შემდეგ ჩერგო დაგებლოკათ - ხართ ევროპული მომავლის მტრები. 

არა ჩერგოს გამო, არამედ პრინციპის გამო. 

ყველა, ვინც თავისუფალი კონკურენციის ხელოვნურ შეზღუდვას თანხმდებით, ამ ქვეყნის ევროპული განვითარები მტრები ხართ.

პრინციპულად, და არა პერსონალურად. 

თქვენი პრინციპები ანტიდემოკრატიული პრინციპებია. 

ანუ აი ყველა, ვინც ფორმულაში და მთავარში მუშაობთ, და ეს წესი მიიღეთ  და ამ წესს შეეგუეთ- ყველა ხართ საქართველოს ევროპული მომავლის მტრები.

არა ჩემ გამო.

არამედ პრინციპის გამო.

ისტორიაც ასე შეაფასებს.

ამიტომ ვლაპარაკობ და ვწერ ამდენს.

ხელნაწერები არ იწვის და ისტორიულ მაგალითად მინდა გამოდგეს.

დემოკრატიული სისტემა და არჩევნები არ მუშაობს, როცა აზრი და აზრების კონკურენცია იზღუდება! 

ყველა აზრს თავისი მხარდამჭერი ყავს - როცა აზრი იბლოკება, ამ აზრის მხარდამჭერი პროცესიდან უცხოვდება. 

ჩემსავით ბევრი ფიქრობს.

ეს ბევრი ჩემს აზრებს ვერ ხედავს დღის წესრიგში და ყველა ერთნაირი ჰგონია", - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა