თეგებით ძიება

ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული ჭრილობა ბარძაყის არეში, მუხლის და წვივის არეში - როგორია ვერაზე დაჭრილი კაცის მდგომარეობა?

ექიმის, ვატო გვაზავას განცხადებით, ვერაზე დაჭრილი, გიჩო მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"შემოყვანილია ცეცხლსასროლი ჭრილობით ბარძაყის არეში. მუხლის და წვივის არეში. მაგისტრალური სისხლძარღვები არ არის დაზიანებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგანი ორგანოები არ არის დაზიანებული. ტანში არ არის ტყვიებს მოხვედრილი",- ამბობს ექიმი. 

გუშინ, "გიჩო", იგივე გივი მარგველაშვილი, ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც თავდამსხმელმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ კი გივი მარგველაშვილის დაცვამ განახორციელა საპასუხო გასროლა თავდამსხმელის მიმართულებით, რის შედეგადაც საბა გახოკია ადგილზე გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა